17 მაისი 2024,   10:52
ვრცლად
"რუსეთი ოკუპანტია, ხელები და მავთულხლართები შორს საქართველოსგან" - აქცია-პერფორმანსი ცენტრალურ ავტობანზე

რუსეთი ოკუპანტია, ხელები და მავთულხლართები შორს საქართველოსგან. ამ მოწოდებით ცენტრალურ ავტობანზე აქცია-პერფომანსი მიმდინარეობს. სამოქალაქო აქტივისტები ყარაფილასთან საინფორმაციო ბანერების მეშვეობით მოსახლეობას და ტურისტებს შეახსენებენ, რომ საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებების შედეგად ე.წ. სასაზღვრო ბანერიდან ცენტრალურ ავტომაგისტრალამდე 400 მეტრია დარჩენილი.

აქცია ყოველდღიურად გაიმართება და 8 აგვისტოს საპროტესტო აქციით დასრულდება.

დღის ამბები