17 მაისი 2024,   09:21
ვრცლად
სკანდალური აღიარება - "უწმინდესს ჰქონდა სურვილი, თავდებით ეშუამდგომლა, რომ მამა გიორგი ციხეში არ ყოფილიყო"

საპატრიარქოს უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი "კურიერს" ე.წ. ციანიდის საქმისა და საპატრიარქოში მიმდინარე პროცესების დეტალებს უყვება. ტარას შავშიშვილის თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების შემდეგ პატრიარქს უნდოდა, რომ სასამართლოსთვის თავდებით ეშუამდგომლა და ბრალდებული მამა გიორგის საპატიმრო დაეტოვებინა, თუმცა გამოძიება გაგრძელებულიყო.

„როდესაც მამა გიორგი დააკავეს, უწმინდესს ჰქონდა სურვილი, რომ თავდებით ეშუამდგომლა სასამართლოსთვის, რომ გამოძიება გაგრძელებულიყო, მაგრამ მამა გიორგი გარეთ გამოსულიყო, შეიძლებოდა ეს ყოფილიყო მონასტერი, ან რაღაც ადგილი, ციხეში არ ყოფილიყო. ამაზე იყო საუბარი, შემდეგ გაიმართა რამდენიმე შეხვედრა, რასაც მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლები, საპატრიარქოს თანამშრომლები ესწრებოდნენ. შემდეგ უკვე ამ თემაზე საუბარი მორჩა,“- განაცხადა ტარას შავშიშვილმა.

საპატრიარქოს უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნის სკანდალური აღიარების დეტალები იხილეთ დღეს 21:00 საათზე „კურიერში“.

დღის ამბები