17 მაისი 2024,   07:34
ვრცლად
სასამართლო რეფორმის გამო ევროკავშირმა პოლონეთის წინააღმდეგ სანქციების პროცედურა დაიწყო

ევროკავშირმა პოლონეთის წინააღმდეგ სანქციების პროცედურა დაიწყო. მიზეზი სასამართლო რეფორმა გახდა. ევროკომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი შეშფოთებას გამოთქვამს კანონის გამო, რომელიც იუსტიციის მინისტრს სასამართლოების თავმჯდომარეების დანიშვნისა და გათავისუფლების უფლებას ანიჭებს.

ევროკომისიამ დადებითად შეაფასა, რომ პოლონეთის პრეზიდენტმა სხვა ორ სადავო კანონს ვეტო დაადო, თუმცა დაასკვნა, რომ ანჯეი დუდას მიერ ხელმოწერილი მესამე კანონი სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნის.

ოფიციალური შეტყობინება დარღვევების აღკვეთის პროცედურის დაწყების შესახებ ვარშავას უკვე გადაეგზავნა.

დღის ამბები