21 ნოემბერი 2024,   18:45
ვრცლად
"პოროშენკომ საკუთრი ხელით გამოიჭრა ყელი იმიტომ, რომ მთავარი ოპონენტი ქვეყნიდან გააგდო"- სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი „კურიერთან“ ინტერვიუს დროს აცხადებს, რომ არ აპირებს რომელიმე ქვეყანას სთხოვოს მოქალაქეობა ან პოლიტიკური დევნილის სტატუსი. მისი თქმით, ის არის უკრაინის მოქალაქე და მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევით პეტრო პოროშენკომ უკრაინის კონსტიტუცია დაარღვია.

„პოროშენკოს ქმედება იყო დამფრთხალი, მშიშარა ადამიანის ქმედება. მან დაარღვია უკრაინის კონსტიტუცია, უკრაინის საერთაშორისო ვალდებულებები. მე ვარ უკრაინის მოქალაქე, მიუხედავად, რა დაფხაჭნეს. ასე ფიქრობს უკრაინის მოქალაქეთა უმეტესობა. უკანონო აქტებს ჩვენ არ ვაღიარებთ, ისევე როგორც ბევრი ქვეყანა მათ არ აღიარებს,“- განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, შემოდგომაზე ის და მისი გუნდი უკრაინაში დიდ მობილიზებას აპირებენ. მისი განცხადებით, ბრძოლა გრძელდება და უკრაინაში ხელისუფლებას შეცვლიან.

„რაც პოროშენკომ გამიკეთა, მან გამომაცხადა თავის მთავარ ოპონენტად, უკრაინელებისა და უცხოელების თვალში. შემდეგ საკუთარი ხელით გამოიჭრა ყელი, იმიტომ, რომ მთავარი ოპონენტი ქვეყნიდან გააგდო. ასეთი რაღაცები ცუდად მთავრდება,“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები