17 მაისი 2024,   10:27
ვრცლად
"ივანიშვილს ეშინია ჩემი საქართველოში ჩაყვანის"- სააკაშვილი პოროშენკოსა და ივანიშვილის შეხვედრაზე საუბრობს

„პოროშენკოს ემჯობინებოდა, რომ მე კიევში დავეკავებინე და გადმოვეცე საქართველოსთვის, მაგრამ ივანიშვილს ეს არ უნდა. ივანიშვილს საშინლად ეშინია ჩემი საქართველოში ჩაყვანის, მარტივი და ყველასთვის გასაგები მიზეზით, მათი პოპულარობა არის ძალიან დაბლა,“- ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა „კურიერთან“ ინტერვიუს დროს გააკეთა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის თქმით, პეტრო პოროშენკო საქართველოში ყოფნის დროს ბიძინა ივანიშვილს შეხვდა, სადაც გადაწყდა, რომ მას უკრაინის მოქალაქეობა უნდა ჩამოერთვას.

„თავიდან პოროშენკოს ივანიშვილთან შეხვედრა უნდოდა თბილისში, ის აპირებდა მხოლოდ თბილისში ჩასვლას და მეტი არსად წასვლას. ივანიშვილი არის ავად, იყო ურეკში და ვერ ჩამოდიოდა თბილისში, ამიტომ შემდეგ მოიგონეს ბათუმის ბიზნესფორუმი, რომელიც არაფერ შუაში არ იყო, იმიტომ, რომ ბიზნესფორუმი თბილისში ჩატარდა და ბათუმში იყო დადგმული, ვითომ ბიზნესფორუმი, თბილისურის მინივერსია, ერთადერთი მიზნით, რომ ბათუმში ჩასვლის საბაბით შეევლო ურეკში ივანიშვილთან, რომელიც იმ დროისთვის უკვე იმ მდგომარეობაში იყო, რომ პოროშენკოსთან ესაუბრა... რაზეც შეთანხმდნენ იყო, რომ მოდი ახლა გავითამაშოთ, რომ პროკურატურამ მოგვცა ახალი მასალები, საქმეში გაჩნდა მხოლოდ ერთი ახალი მასალა, ვაცლავ ჰაველისთვის გვირგვინის გაგზავნა გასვენებაში და ჩვენ დავდგამთ, რომ ჩამოვართვათ მოქალაქეობა,“- აღნიშნა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევამ უკრაინის ოპოზიცია გააერთიანა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოხმაურებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, „პირველად გაჩნდა „ტერმინი დიქტატორი პარაშენკო“. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები