17 მაისი 2024,   09:39
ვრცლად
ტყვიის გადაჭარბებული ოდენობა ხორცში, წყალში, რძესა და ჭარხალაში

სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიერ 5 წლის განმავლობაში ჩატარებული კვლევის შედეგებით, ტყვიის სამჯერ გადაჭარბებული ოდენობა საქონლის ხორცში აჭარაში, სამეგრელოში, იმერეთში, გურიასა და რაჭა-ლეჩხუმშია აღმოჩენილი. ქიმიურად საშიში ნივთიერებითაა დაინფიცირებული სასმელი წყალი იმერეთში. გარდა ამისა, იმერეთში რძესა და ჭარხალში ტყვიის გადაჭარბებული ოდენობა ფიქსირდება. ქიმიური ნივთიერების მაღალი მაჩვენებელი იმპორტირებულ მარილშიც არის.

მიუხედავად კვლევის შედეგებისა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში საგანგაშოს ვერაფერს ხედავენ. არასამთვრობო ორგანიზაციები, რომელებიც სურსათის ეროვნული სააგენტოს კვლევის შედეგებს თვალს ადევნებენ, უწყების დამამშვიდებელ განცხადებას არ ეთანხმებიან.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ პროდუქტის 3000-მდე შემოწმებული ნიმუშიდან 64-ში დარღვევა გამოავლინა. 

ტოქსიკოლოგები განმარტავენ, რომ ტყვიაშემველი პროდუქტის მიღებით ადამიანები ანემიით, სახსრების ავადმყოფობითა და ნერვული აშლილობით ავადდებიან. 

ამავე თემაზე
დღის ამბები