17 მაისი 2024,   06:12
ვრცლად
საქონლისთვის დაწესებული მოძრაობის წესები - თხინვალის მოსახლეობის ძროხები ე.წ. ცხოველთა საპატიმროში ხვდებიან

თხინვალას მოსახლეობა საქონლისთვის დაწესებულ მოძრაობის წესებსა და ჯარიმებს აპროტესტებს. ცხოველთა მონიტორინგის სამსახური მუდმივად პატრულირებს თბილისს შემოერთებულ დასახლებებში და წესების დამრღვევი ცხოველები მათივე ბალანსზე არსებულ თავშესაფარში, ვარკეთილში გადაჰყავთ. მოსახლეობას კი საქონლის დასაბრუნებლად ჯარიმის გადახდა უწევს. 

თხინვალას მცხოვრებლები ყვებიან, რომ ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის მიერ ძროხის თავშესაფარში წაყვანის ფაქტები ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გახშირდა.

სოფელი თხინვალა ვაკის რაიონს რამდენიმე წლის წინ შეუერთდა. ამის გამო, დედაქალაქის საკრებულომ თხინვალას დასახლებას ისე, როგორც ვაკეში, მსხვილფეხა საქონელს აქაც მოძრაობის წესები დაუნიშნა. თუ ძროხები ამ წესს დაარღვევენ, ამისთვის მათი პატრონი ან მწყემსი დაჯარიმდება.

თხინვალას გარდა, მსხვილფეხა პირუტყვის მიზეზით დაჯარიმებას ტაბახმელასა და კოჯორის მცხოვრებლებიც აპროტესტებენ.

დღის ამბები