17 მაისი 2024,   10:06
ვრცლად
პოროშენკოსთვის სააკაშვილის ექსტრადირება ყველაზე მძიმე პოლიტიკური შეცდომა იქნება - უკრაინელი ჟურნალისტი

საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას კიევში ექსპერტები და ჟურნალისტები აფასებენ. ისინი პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე საუბრობენ და კულისებში შემდგარ გარიგებასაც არ გამორიცხავენ.

მედია ოფიციალური დოკუმენტის გამოქვეყნებასა და პოლიტიკოსების მხრიდან განმარტებებს ელოდება.

„მე საკმაოდ პოზიტიური დამოკიდებულება მაქვს ბატონი სააკაშვილის მიმართ, თუ სააკაშვილი ეცდება დაბრუნებას და არ შემოუშვებენ, ეს ერთი ისტორიაა, თუ შემოუშვებენ, ეს სასამართლო დავების მოგების შედეგად უნდა მოხდეს, ხოლო თუ მის ექსტრადირებას მოახდენენ, ეს ყველაზე მძიმე პოლიტიკური შეცდომა იქნება. კულისებს მიღმა არსებული შეთანხმების ვერსია ყველაზე რეალურად მიმაჩნია. პოროშენკო იყო თბილისში და დავუშვათ, რომ შედგა საუბარი  მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებაზე, მაგრამ საქართველო არ არის ისეთი მნიშვნელოვანი ქვეყენა პოროშენკოსთვის, რომ ასეთ პოლიტიკურ შეცდომაზე წავიდეს. შესაძლოა, შედგა კომპრომისი და უთხრა, რომ ექსტრადირებას არ მოახდენს, მაგრამ მოქალაქეობას ჩამოართმევს. ეს ჟესტია თბილისისთვის. ასევე შეიძლება, რომ პოროშენკოს სააკაშვილისთვის აეხსნა, რომ იძულებული ვარ ამ ჟესტზე წავიდე, მაგრამ შენთვის მძიმე შედეგი არ ექნება და გაზრდის შენს რეიტინგს. ეს ყველაფერი ვარაუდია, მომავალში. ვნახოთ, როგორც მოექცევიან სხვა ქართველ რეფორმატორებს, მათ შორის, დავით საყვარელიძეს,“ - აცხადებს ჟურნალისტი, ევგენი კისილიოვი.

მისი აზრით, თუ მიხეილ სააკაშვილის მომხრეების წინააღმდეგ რაიმე ნაბიჯები გადაიდგა, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ უკრაინაში "ქართული ლეგიონის გაწმენდა" დაიწყო.

დღის ამბები