17 მაისი 2024,   06:54
ვრცლად
„კორუფცია, ნეპოტიზმი და არაკომპეტენტურობა - 3 თვისება, რომელიც თბილისის მერიას ახასიათებს"- ზალიკო უდუმაშვილი

„კორუფცია, ნეპოტიზმი და არაკომპეტენტურობა არის სამი თვისება, რომელიც თბილისის მერიას ახასიათებს. მერია იქცა შენობად, სადაც შეგიძლია ყველაფერი გააკეთო თუ ფული გაქვს, თუ ნაცნობი გყავს,“- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა, ზალიკო უდუმაშვილმა გადაცემა „განსხვავებულ აქცენტებში“ განაცხადა.

უდუმაშვილი „კურიერში“ გაჟღერებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა, სადაც საუბარი იყო დავით ნარმანიას მიერ ხელმოწერილ დოკუმენტს 600-ზე მეტი ადამიანის ერთ დღეში დასაქმების შესახებ.

„ეს არის პირდაპირი ნიშანი, რომ ადმინისტრაციული რესურსების მობილიზაცია მიმდინარეობს. ეს არის პოლიტიკური კორუფცია, ხელისუფლება არჩევნებისთვის ემზადება,“- განაცხადა უდუმაშვილმა.

თბილისის მერობის კანდიდატი NDI-ის კვლევის შედეგებსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, მისი პროგრამა ეხება იმ მნიშვნელოვანი პრობლემების გადაწყვეტას, რაც კვლევითაც გამოიკვეთა - უმუშევრობა, სიღარიბე, ეკოლოგია, მშენებლობა, კორუფცია და ნეპოტიზმი.

„თბილისი უნდა ვაქციოთ ბიზნესზე, დასაქმებაზე ორიენტირებულ ქალაქად,“- განაცხადა უდუმაშვილმა. 

მისი თქმით, ის NDI-ის კვლევის შედეგებს ენდობა. მონაცემზე, რომლის თანახმადაც უდუმაშვილს გამოკითხულთა 18% უჭერს მხარს, მერობის კანდიდატი ამბობს, რომ კვლევის ფარგლებში ის არ იყო კანდიდატად დასახელებული და არც მოიზრებოდა. მისი თქმით, არჩევნებში მეორე ტური გარდაუვალია და ერთ-ერთი კანდიდატი ის იქნება. უდუმაშვილი ასევე ამბობს, რომ პატივს სცემს ოპოზიციონერ კანდიდატებს და მეორე ტურის შემდეგ არ გამორიცხავს, რომ მათ გარკვეული შეთავაზება გაუკეთოს.

"NDI-ის კვლევებმა აჩვენა, რომ მეორე ტური გარდაუვალია,"- აღნიშნა უდუმაშვილმა. 

დღის ამბები