17 მაისი 2024,   07:33
ვრცლად
ეს არის არაგულწრფელი კეკლუცობა - ელენე ხოშტარია კახი კალაძის წინასაარჩევნო კამპანიას აფასებს

„არცერთ პოლიტიკოსს თვითკმაყოფილების უფლება არ გვაქვს,“ - ეს განცხადება „ევროპული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ, გადაცემა „განსხვავებული აქცენტების“ პირდაპირ ეთერში NDI-ის კვლევებზე საუბრისას გააკეთა.

მისი აზრით, NDI-ის კვლევებში ნათლად გამოჩნდა, რომ საზოგადოებას პოლიტიკოსების მიმართ ნდობა დაკარგული აქვს.

„გადაღლილები არიან იმით, რომ უყურებენ პოლიტიკოსების კეკლუცობას, თვითკმაყოფილებას, აი, მე ასეთი მაგარი ვარ, ის ასეთი ცუდია და არა იმას, თუ რას ვთავაზობთ ჩვენ ამომრჩეველს,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ის ფიქრობს, რომ 2017 ივნისის მონაცემებზე დაყრდნობით გაკეთებული კვლევის შედეგები მისთვის სიურპრიზი არ ყოფილა, რადგან პარტია „ევროპული საქართველო“ ცოტა ხნის წინ შეიქმნა და ის ისეთი გამოწვევის წინაშე დგას, როგორიც ხალხის ნდობის მოპოვებაა.

„კარგად მაქვს გაცნობიერებული, თუ რამხელა გამოწვევაა ეს ჩემთვის, რომ ადამიანების ნდობა მოვიპოვოთ და ეს ნდობა შემდეგ აისახება შემდეგ საბოლოო ჯამში არჩევნებზე,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

„ევროპული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი ფიქრობს, რომ პოლიტიკოსებმა, პირველ რიგში, პრობლემების დაძლევაზე უნდა იზრუნონ და ადამიანებზე იფიქრონ, რათა საზოგადოებაში ნიჰილიზმი და უნდობლობა გაქრეს. „მე არ ვნადირობ ხმებზე,“ - აცხადებს ის. ელენე ხოშტარიას აზრით, პირველ რიგში, ამ ნდობის დაბრუნებაა აუცილებელი.

„არ შეიძლება ზოგადად ჩამოყალიბდეს იდეა, რომ პოლიტიკოსი არის უბრალოდ მატყუარა, მონადირე ხმებზე, რომელიც არჩევნების წინ მოდის შენთან,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მისი აზრით, "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატის, კახი კალაძის კამპანიის ლოზუნგი ღამის ცხოვრების თაობაზე, ყალბია. 

„სწორედ ეს არის არაგულწრფელი კეკლუცობა ახალგაზრდებზე და ასე პიარული გათვლებით, რაღაც სტატისტიკას ნახავ, რომ აი, ახალგაზრდებს უნდა მოვეჭიდოთ და მერე ისვრი. თქვენ გგონიათ ახალგაზრდები სიყალბეს ვერ გრძნობენ?! ხელი არ უნდა შევუშალოთ, თორე უამრავი ნიჭიერი ადამიანია, რომელიც ამას თავად აკეთებს,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. 

ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ მეორტე ტურისთვის იბრძოლებს.

დღის ამბები