17 მაისი 2024,   23:05
ვრცლად
"ოქტომბრის ბოლოს თბილისის მოსახლეობა "ქართულ ოცნებას" ეტყვის, რომ მართლა ყელში ამოვიდა,"-ალეკო ელისაშვილი

„თბილისში მეორე ტური იქნება გარდაუვალი,“- ამის შესახებ თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ალეკო ელისაშვილმა გადაცემა „განსხვავებულ აქცენტებში“ განაცხადა.

ის NDI-ის კვლევის შედეგებსაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, გამოკითხულთა 19% უჭერს მას მხარს. ელისაშვილის განცხადებით, კვლევის დროს მას საჯაროდ არ ჰქონდა გაცხადებული, რომ მერობის კანდიდატობას აპირებდა და ასევე არ ჰქონდა დაწყებული წინასაარჩევნო კამპანია. ალეკო ელისაშვილის თქმით, დღეს რომ ჩატარებულიყო კვლევა, სხვა შედეგები დადგებოდა.

„ქართული ოცნების“ რეიტინგი კატასტროფულად დავარდნილია, ის რეიტინგი, რაც აქვთ, არის ძირითად სახელმწიფო და საჯარო სამსახურებში დასაქმებულთა და შინაურების მხარდაჭერა. ხალხი მიტოვებულია, ვის ახსოვს ხალხის პრობლემები. არის აღვირახსნილი კორუფცია. თბილისი და ქვეყანა უპატრონოდ არის მიგდებული,“- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მერობის კანდიდატის თქმით, მისი უპირატესობაა, რომ ხალხზეა დამოუკიდებული და მისი ძალა საზოგადოებაა. მან ასევე აღნიშნა, რომ კვალიფიციური გუნდი ჰყავს. 

"ოქტომბრის ბოლოს თბილისის მოსახლეობა "ქართულ ოცნებას" ეტყვის, რომ მართლა ყელში ამოვიდა,"-აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები