17 მაისი 2024,   10:07
ვრცლად
"კალაძე თვლის, რომ "ქართული ოცნების" ტრადიციული ამომრჩეველი ჯიბეში ჰყავს"- გია ნოდია

„ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ნეგატიური რეიტინგის პრობლემა, ზაალ უდუმაშვილს პირადი ნეგატიური რეიტინგი არ მგონია საერთოდ გააჩნდეს,“-ამის შესახებ ექსპერტმა, გია ნოდიამ გადაცემა „განსხვავებულ აქცენტებში“ NDI-ის კვლევის შედეგებზე საუბრისას განაცხადა.

გია ნოდიას თქმით, „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან თბილისის მერობის კანდიდატად ზაალ უდუმაშვილის დაყენება, აზრიანი გადაწყვეტილება იყო. მან დამოუკიდებელ კანდიდატზე, ალეკო ელისაშვილზეც ილაპარაკა. 

„თუ ელისაშვილი გავიდა მეორე ტურში, მას მეტი შანსი აქვს ოპოზიციური ხმები გააერთიანოს, ვიდრე ზაალ უდუმაშვილს,“- განაცხადა ნოდიამ.

მიუხედავად ამისა, ის ვარაუდობს, რომ მეორე ტურის შემთხვევაში არც „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეთა დიდი ნაწილ არ არის მზად, რომ მიცეს ხმა ელისაშვილს და არც ელისაშვილის ელექტორატის დიდი ნაწილი არის მზად, რომ მხარი დაუჭიროს უდუმაშვილს.

ექსპერტმა "ქართული ოცნების" კანდიდატის, კახი კალაძის შესახებაც ისაუბრა. 

„კალაძე თვლის, რომ „ქართული ოცნების" ტრადიციული ამომრჩეველი მას ჯიბეში ჰყავს,"- აღნიშნა გია ნოდიამ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები