17 მაისი 2024,   23:04
ვრცლად
უმნიშვნელოვანესია მსგავსი სწავლებები - გიორგი კვირიკაშვილი

„უმნიშვნელოვანესია მსგავსი სწავლებები, გვაახლოებს ნატოს სტანდარტებთან,“ - ეს განცხადება საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, ღირსეული პარტნიორი 2017-ის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე გააკეთა.

გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს და განაცხადა, რომ მსგავსი სწავლებები საქართველოს ნატოს სტანდარტებთან დაახლოებას უწობს ხელს. პრემიერმა ასევე სწავლების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. 

„საამაყოა, სწავლება ღირსეული პარტნიორის სახელს ატარებს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ჯარისთვის მეტი პროფესიონალიზმის და მეტი თავსებადობის მომტანი იქნება. ჩვენი ქვეყნისთვის სტაბილურობის გარანტი იქნება. უმნიშვნელოვანესია მსგავსი სწავლებები, ის გვაახლოებს ნატოს სტანდარტებთან. ეს იქნება შესანიშნავი შესაძლებლობა გამოცდილების გასაზიარებლად. ვაფასებთ ნატოს და ამერიკის მხარდაჭერას. საქართველო ყველზე დიდი არაწევრი კონტრიბუტორია ავღანეთში. სამხედროებმა დაამტკიცეს, რომ საქართველო ღირსეული პარტნიორია,“ - განაცხადა გიორგი კვირკაშვილმა.

პრემიერმა ასევე სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პენსის ვიზიტი საქართველოს მიმართ მხარდაჭერის გამოხატულებაა.

დღის ამბები