17 მაისი 2024,   05:53
ვრცლად
თურქეთში ქურდობაში ეჭვმიტანილი 3 ქართველი დააკავეს

თურქეთში, იალოვას რეგიონში, სამართალდამცველებმა  ქურდობაში ეჭვმიტანილი სამი ქართველი დააკავეს.

ამის შესახებ თურქული მედია წერს.

ეჭვმიტანილები მანქანით გადაადგილდებოდნენ, რომლის გაჩერებაც პოლიციამ სცადა, თუმცა მძღოლი ბრძანებას არ დაემორჩილა.

საბოლოოდ, სამართალდამცველებმა ავტომობილი მცირეხნიანი დევნის შემდეგ გააჩერეს. მანქანის ჩხრეკისას პოლიციამ დიდი რაოდენობით ძვირფასეულობა და კომპიუტერები ამოიღო.

დღის ამბები