17 მაისი 2024,   08:58
ვრცლად
თავდასხმა თურქეთის ღამის კლუბზე - სროლის შედეგად 22 წლის მამაკაცი დაიღუპა

თურქეთის საკურორტო ქალაქ ბოდრუმში თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა.

შეიარაღებული პირები ღამის კლუბში შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს. სროლის შედეგად 22 წლის მამაკაცი დაიღუპა, სამი დაშავებული კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა, მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

ღამის კლუბი, რომელშიც თავდასხმა მოხდა, ბოდრუმში ორი თვის წინ გაიხსნა.

დღის ამბები