17 მაისი 2024,   06:56
ვრცლად
საქართველოს ხვალ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ეწვევა

სამხედრო სწავლების პარალელურად, საქართველოში ხვალ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჩამოდის. ორი დღის განმავლობაში მაიკ პენსი ხელისუფლების პირველ პირებს შეხვდება. 

საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის, თქმით, ვიზიტი ხაზს უსვამს ამერიკისა და საქართველოს მჭიდრო პარტნიორობას. 

"ასევე, ხაზს უსვამს, რომ საქართველოს მთავრობას და ახალ ადმინისტრაციას აქვს ძალიან კარგი ურთიერთგაგება ჩამოყალიბებული,“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ, მაიკ პენსის ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვიცეპრეზიდენტის ვიზიტი საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის მკაფიო მხარდაჭერის გამოხატულებაა.

„უმოკლეს პერიოდში შედგა უმაღლეს დონეზე შეხვედრა ჩვენი პრემიერმინისტრის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, ვიცეპრეზიდენტთან და უკვე რამდენიმე თვეში ჩვენ ვმასპინძლობთ ვიცეპრეზიდენტს, რაც მკაფიო გამოხატულება და მხარდაჭერაა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების,“ - განაცხადა ლევან იზორიამ. 

დღის ამბები