17 მაისი 2024,   23:05
ვრცლად
ჩინეთში სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის შექმნის 90 წლისთავი აღნიშნეს

ჩინეთში სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის შექმნის 90 წლისთავი აღნიშნეს.

თარიღთან დაკავშირებით, ქვეყნის ყველაზე მასშტაბურ სამხედრო პოლიგონზე აღლუმი ჩატარდა, რომელსაც ჩინეთის ლიდერი პირადად უძღვებოდა. სი ძინპინის თქმით, მათ ისტორიაში ყველაზე ძლიერი შეიარაღებული ძალების შექმნა უნდა შეძლონ.

სამხედრო აღლუმზე უახლესი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა და მეხუთე თაობის გამანადგურებელი პირველად აჩვენეს.

საერთო ჯამში კი აღლუმში 12 ათასი ჯარისკაცი და 600 ერთეული ტექნიკა მონაწილეობდა.

დღის ამბები