17 მაისი 2024,   06:13
ვრცლად
ვიცე-პრეზიდენტს ექნება ძლიერი გზავნილი, რომ ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს - იან კელი

„ვიცე-პრეზიდენტს ექნება ძლიერი გზავნილი, რომ ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას,“ - ეს განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, იან კელიმ, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ გააკეთა.

ამერიკის ელჩის განმარტებით, ვიზიტის მიზანი საქართველოს მიმართ მხარდაჭერის გამოხატვაა.

„შეერთებულ შტატებში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის გაგრძელებასთან ერთად, ჩემი აზრით, ვიცე-პრეზიდენტს სურს, გამოხატოს სოლიდარობა საქართველოს მიმართ, რომელიც ცდილობს, ააშენოს მოქნილი სახელმწიფო, გააძლიეროს თავისი შეიარაღებული ძალები და თავდაცვისუნარიანობა. რა თქმა უნდა, ვიცე-პრეზიდენტს ექნება ძლიერი გზავნილიც, რომ ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას,“ - განაცხადა იან კელიმ.

დღის ამბები