17 მაისი 2024,   09:20
ვრცლად
წვრთნა არცერთი ქვეყნის წინააღმდეგ არ არის მიმართული - იან კელი ვაზიანის მრავალეროვნულ წვრთნაზე

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, იან კელი,  ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე მასშტაბური საერთაშორისო სწავლების - ღირსეული პარტნიორი 2017, დაწყებას ესწრება.

ის აცხადებს, რომ მრავაეროვნული სახმედრო სწავლება საქართველოს სუვერენიტეტისა და მთლიანობის დაცვაში დაეხმარება. ელჩის თქმით, წვრთნა არცერთი ქვეყნის წინააღმდეგ არ არის მიმართული.

„ამ წვრთნებში ამერიკის შეერთებული შტატები აჩვენებს, რომ საქართველოს გვერდით დგას. წელს ეს სწავლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მრავალეროვნული გახდა. ეს წვრთნა არცერთი ქვეყნის წინააღმდეგ არ არის მიმართული. ის ეხმარება საქართველოს მისი უნარიანობის გაზრდაში, საერთაშორისო ოპერაციების დროს ოპერირებაში. მისი მიზანია, დაეხმაროს საქართველოს სხვა ერების საზოგადოებაში ინტეგრაციისას. ეს არ არის გამიზნული, როგორც აგრესიის რაიმენაირი სიგნალი,“ - განაცხადა იან კელიმ.

დღის ამბები