17 მაისი 2024,   08:01
ვრცლად
ჩვენი გაცხადებული პოლიტიკაა, რომ ოკუპაციას ვებრძვით მშვიდობიანი გზით - მიხეილ ჯანელიძე

მრავალეროვნული სწავლება ღირსეული პარტნიორი 2017-თან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია, აცხადებს, რომ  წვრთნები რეგიონში სტაბილურობის და უსაფრთხოების განმტკიცებას ემსახურება.

იზორიას განცხადებით, ისინი, საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსი მესაზღვრეების ქმედებებს გმობენ.

„ჩვენ ვგმობთ ჩვენს ტერიტორიებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის სამხედრო ნაწილების მხრიდან ნებისმიერ აქტივობებს, მათ შორის ე.წ. წვრთნებს. ამას არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ჩვენთან ერთად მკაცრად გმობს საერთაშორისო საზოგადოება,“ - განაცხადა ლევან იზორიამ.

საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე, წვრთნებთან დაკავშირებით ამბობს, რომ ეს ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას.

„ეს არ არის არავის წინააღმდეგ მიმართული. წვრთნები უკავშირდება ჩვენი თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას და ამით უფრო მეტ სტაბილურობას და მშვიდობას რეგიონში. ჩვენი გაცხადებული პოლიტიკაა, რომ ოკუპაციას ვებრძვით მშვიდობიანი გზით, ვებრძვით დიპლომატიური არხებით და ამ მიმართულებით არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგმული, გასული პერიოდის განმავლობაში ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერის მოპოვების კუთხით,“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

დღის ამბები