17 მაისი 2024,   10:06
ვრცლად
სირიაში Russia Today-ს ჟურნალისტი დაიღუპა

სირიაში Russia Today-ს ჟურნალისტი დაიღუპა.

ტელეკომპანიის ცნობით, გარდაცვლილია არხის არაბული ბიუროს კორესპონდენტი ჰალედ ალ-ჰატები. ის ჰომსის პროვინციაში სირიის სამთავრობო ძალებთან ერთად იმყოფებოდა და საბრძოლო მოქმედებების თემაზე რეპორტაჟს ამზადებდა.

გავრცელებული ცნობით, ჟურნალისტი ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს მებრძოლების მიერ განხორციელებულ სარაკეტო იერიშს ემსხვერპლა.

შეტევის დროს დაშავდა ტელეკომპანიის ოპერატორიც.

დღის ამბები