17 მაისი 2024,   17:23
ვრცლად
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტამდე ესტონეთს სტუმრობს

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი, საქართველოში ესტონეთიდან ჩამოდის. შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ტალინში იმყოფება.

აეროპორტში მას ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ქვეყანაში ამერიკის ელჩი დახვდნენ.

დღეს, საღამოს მაიკ პენსი ესტონეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდება, ხვალ კი პრეზიდენტთან ერთად კიბერ-უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ შეხვედრას დაესწრება.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ესტონეთის, ლატვიისა და ლიტვის ლიდერებთანაც გამართავს მოლაპარაკებებს, ასევე სიტყვით გამოვა ესტონელი სამხედროებისა და ნატოს საერთაშორისო ბატალიონის წინაშე.

დღის ამბები