17 მაისი 2024,   10:04
ვრცლად
სამხედრო ფლოტის დღისადმი მიძღვნილ აღლუმი რუსეთში - პუტინმა ხომალდები დაათვალიერა

სამხედრო ფლოტის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, სანკტ-პეტერბურგში ხომალდები დაათვალიერა. რუსეთის პრეზიდენტს თან თავდაცვის მინისტრი ახლდა.

მოგვიანებით პუტინი კატერით ნაპირთან მივიდა იმ ადგილას, რომელიც მისთვის აღლუმის სანახავად შეარჩიეს.

ხომალდებსა და წყალქვეშა ნავებთან ერთად, სააღლუმო ჩვენებაში თვითმფრინავები და ვერტმფრენებიც მონაწილეობენ. მათ შორის არის ატომური სარაკეტო კრეისერი და მსოფლიოში უდიდესი ატომური წყალქვეშა ნავი.

დღის ამბები