17 მაისი 2024,   09:49
ვრცლად
დაკარგული მხატვარი - 50 წლის ბესიკ დუღაშვილს ოჯახი ეძებს

ოჯახი დაკარგულ ბესიკ დუღაშვილს ეძებს. 50 წლის მხატვარი სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. საქმეში ჩართულია პოლიცია.

ოჯახის წევრები ითხოვენ, მისი პოვნის შემთხვევაში, დაუკავშირდნენ საგანგებო სიტუაციების სამსახურს, რისთვისაც უნდა დარეკონ 112-ზე.

ბესიკ დუღაშვილი პოლიტიკოსების ცნობილი კარიკატურების ავტორია. ის აქტიურად თანამშრომლობდა სხვადასხვა გამოცემასთან.

დღის ამბები