17 მაისი 2024,   10:26
ვრცლად
საუკუნის მთქმელი - 88 წლის ფშაველი პოეტი

ფშაურ სოფელ საკობიანოში დაბადებულ, 88 წლის გაბრიელ გარაშვილს საუკუნის მთქმელის წოდება მიანიჭეს და მისი ლექსების კრებული რამდენიმე კვირის წინ პირველად დაბეჭდეს.

თავად ამბობს, რომ 60 მეტსახელი აქვს, თუმცა, ყველაზე ხშირად „ფარხას“ ეძახდნენ, რადგან ახლის ყიდვა არ უყვარს და ფიქრობს, რომ მას სხვაზე უკეთესად არ უნდა ეცვას.

ლექსები გაბრიელ გარაშვილმა ამირან არაბულსა და ეთერ თათარაიძეს უსახსოვრა. მათი თქმით, ლექსები ფასდაუდებელია. მათ დიდი რაოდენობით ხელნაწერი აქვთ შეგროვებული.

88 წლის პოეტი სკოლაში მეშვიდე კლასამდე სწავლობდა. ლექსებს, ძირითადად, მინდორში ან ნახირში ყოფნისას წერდა.

გაბრიელ გარაშვილს დღეს ყველაზე მეტად შირაქი ენატრება, სადაც მთელი ცხოვრება აქვს გატარებული და იქაური ბუნება, რომელიც მისი შთაგონების წყაროა.

 

 

ავტორი: გვანცა სუთიძე 

დღის ამბები