17 მაისი 2024,   09:20
ვრცლად
მსოფლიო მედიის ყურადღება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ - მოქალაქეობაწართმეული მიხეილ სააკაშვილი

მეოთხე დღეა, მიხეილ სააკაშვილი მსოფლიო პრესის ეკრანებსა და ფურცლებიდან არ ჩამოდის. ყველაზე გავლენიანი ტელეკომპანიები, თოქშოუები და გამოცემები მას თანამედროვე მსოფლიოში ყველაზე ცნობილ პოლიტიკურ აპატრიდს უწოდებენ.

უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ, 2015 წლის 30 მაისს  twitter-ზე გამოქვეყნებული პოსტში მიხეილ სააკაშვილს "მეგობარი" უწოდა. ამავე დღეს უკრაინის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა და ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა.

სააკაშვილის ოდესაში ერთწლიანი მოღვაწეობაც რეგიონალური და მსოფლიო პრესის ყურადღების ცენტრში იყო. მასთან სტუმრად ჩადიოდნენ გავლენიანი პოლიტიკოსები, როგორც უკრაინის პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ ფიგურასთან და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე მსჯელობდნენ.

უკრაინის მოქალაქეობის მიღებიდან 2 წლის თავზე, 2017 წლის 26 ივლისს, პოროშენკომ თავისი ბრძანებით სააკაშვილს მოქალაქეობა წაართვა.

ამ გადაწყვეტილებას საპროტესტო ტალღა მოყვა კიევში.

მოქალაქეობის ჩამორთმევის საბაბი კი იმით ახსენეს, რომ მიხეილ სააკაშვილმა არ დააფიქსირა შესაბამის გრაფაში ქართული პროკურატურის მიერ აღძრული სისხლის სამართლის საქმე.

თუმცა, არსებობს დოკუმენტი, რომელიც უკრაინის პროკურატურამ საქართველოს პროკურატურას 2015 წლის მარტში გადაუგზავნა, სადაც წერია მიზეზი, თუ რატომ არ გადასცემს უკრაინული მხარე საქართველოს, მის ტერიტორიაზე მყოფ სააკაშვილს.

ნაციონალური მოძრაობის წევრი, ხატია დეკანიძე, რომელიც უკრაინაში მიმდინარ პოლიტიკურ პროცესებს და განწყობებს კარგად იცნობს, ამბობს, რომ პეტრო პოროშენკოს გადაწყვტილებას "პოლიტიკოსის სულელურ ნაბიჯს" უწოდებს ყველა, ვისაც უკრაინა აღელვებს და ვინც სააკაშვილს იცნობს.

„პოროშენკომ გააკეთა ის, რაც ძალიან ცუდად აისახება უკრაინის მომავალზე,“ - აცხადებს დეკანოიძე.

ჟურნალისტი მატვეი განაპოლსკი კი კონსპირაციის განსაკუთრებულ სქემას ხედავს.

უკრაინსკაია პრავდას ჟურნალისტი სევგილ მუსაევა ამბობს, რომ უკრაინაში მასობრივად კონტროლდება მედია, იხურება კრიტიკული თოქშოუები კლასიკური ოლიგარქიული მეთოდებით, ეკრანებიდან გაქრნენ ყველაზე რეიტინგული თოქშოუების წამყვანი ჟურნალისტები, მათ შორის ევგენი კისილოვი და სავიკ შუსტერი. მოქალაქეობის წართმევამდე დაიხურა თავად მიხეილ სააკაშვილის გადაცემაც.

პეტრო პოროშენკოს გადაწყვეტილება უკრაინსკაია პრავდადან გაიგო ამერიკაში ჩასულმა სააკაშვილმა. საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ ასეთ რევანშს ელოდა, რადგან ზუსტად ფლობდა ინფორმაციას იმის შეახებ, რომ საქართველოში ჩამოსულმა პოროშენკომ ეს გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დროს მიიღო.

 

 

ავტორი: თეა ადეიშვილი 

დღის ამბები