25 აპრილი 2024,   18:34
ვრცლად
ყაზბეგში, ძლიერი წვიმის გამო, მეწყერი ჩამოწვა

ყაზბეგში, ძლიერი წვიმის გამო, მეწყერი ჩამოწვა. შემთხვევა დილის 7:00 საათისთვის მოხდა.

თვითმხილველების თქმით, მიწის მასამ მიკრო ავტობუსი და მსუბუქი მანქანა მოიყოლა, თუმცა მგზავრები უსაფრთხო ადგილას არიან გადაყვანილები.

რამდენიმე საათით პარალიზებული იყო ტრანსპორტის მოძრაობა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ადგილზე უკვე მუშაობს სპეციალური ტექნიკა და ცალმხრივად მანქანების გადაადგილებაც აღდგა. 

დღის ამბები