17 მაისი 2024,   09:50
ვრცლად
ვინ არის მაიკ პენსი? - ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალები აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ბიოგრაფიიდან

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის, პოლიტიკური კარიერა 17 წლის წინ დაიწყო, როდესაც ის შეერთებული შტატების კონგრესში აირჩიეს, მანამდე კი წარმატებული ტელე და რადიო კარიერა ჰქონდა.

უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში პენსმა 12 წელი გაატარა და 2013 წლის იანვარში ის ინდიანაში გუბერნატორის პოსტზე დაბრუნდა. შტატის გუბერნატორის თანამდებობაზე მაიკ პენსი ხელს უწყობდა გადასახადების შემცირებას და აქტიურად ლობირებდა საგანმანათლებლო პროგრამებს.

ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა მაიკ პენსი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად წინასაარჩევნო კამპანიის დროს, დაასახელა. მანამდე კი მთელი კვირა მიდიოდა სპეკულაციები, თუ ვის აირჩევდა პრეზიდენტობის კანდიდატი.

პირველი მთავარი საჯარო გამოსვლა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს კლივლენდის ყრილობაზე ჰქონდა. მან თქვა, რომ ჰილარი კლინტონის არჩევა ობამას მესამე ვადას ნიშნავდა. პენსმა პირველივე მოხსენების დროს გაუსვა ხაზი შეიარაღებული ძალების შესუსტებას, ვეტერანების არასათანადო დაფასებას და საზღვრების უპატივცემულობას, რის მოგვარებაც ამ გუნდის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი იყო წინასაარჩევნო კამპანიის დროს.

„ჩვენ არ შეგვიძლია კიდევ 4 წელი ვუბოდიშოთ ჩვენს მტრებს და მიტოვებული გვყავდეს ჩვენი მეგობრები,” - განაცხადა მაიკ პენსმა კლივლენდის ყრილობაზე.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში დაახლოებით ერთ საათში ჩამოვა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები