17 მაისი 2024,   10:06
ვრცლად
მაიკ პენსს პუშკინის სკვერში ელოდებიან, სადაც საბავშვო ღონისძება იმართება

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით, პუშკინის სკვერში საბავშვო ღონისძიება იმართება, სადაც უკვე შეკრებილი არიან მოქალაქეები. ადგილზე იმყოფებიან მთავრობისა და პარლამენტის წევრები. 

„საქართველოსთვის კავშირები, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, ამერიკასთან და მე მგონი ევროპაში შევედით უკვე და ამერიკასაც თუ დავუახლოვდებით, კარგი იქნება,“- აცხადებს, ერთ-ერთი მოქალაქე.

ღონიძიების ფარგლებში "დისნეის" მულტფილმების ჩვენება და ბავშვებისთვის სხვადასხვა შეჯიბრი გაიმართება.

პუშკინის სკვერში გასართობ ღონისძიებებზე დასწრება უფასოა და ის 21:00 საათამდე გაგრძელდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები