17 მაისი 2024,   06:37
ვრცლად
შესაძლოა რაიმე ექსცესი ყოფილიყო - სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური პენსის ვიზიტზე განმარტებას აკეთებს

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი, თბილისში დაახლოებით 1 საათში ჩამოფრინდება.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს აეროპორტში საქართველოს მოქალაქეები უნდა დახვედროდნენ, ადგილზე მათთვის სპეციალური კორიდორიც იყო მომზადებული, თუმცა, ცოტა ხნის წინ, ამერიკის უსაფრთხოების სპეცსამსახურების მოთხოვნით, მათ ტერიტორია დაატოვებინეს და წინასწარ შეთანხმებული გეგმა შეიცვალა.

აშშ-ის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები თვლიან, რომ სიტუაცია აეროპორტთან კონტროლირებადი არ არის და საკითხზე ჯერჯერობით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

„აქ არაფერი არ არის გასაკვირი, ეს არის ალბათ უმაღლესი დონის ვიზიტი, რაც შეიძლება ყოფილიყო და შესაბამისად, ამერიკული მხარისგან მოთხოვნები ძალიან მისაღებია თუმცა, არის რა თქმა უნდა, ძალიან კატეგორიული მოთხოვნები და ჩვენც, შესაბამისად, ვახერხებთ და ძალიან მადლობლები არიან ჩვენი დახმარებით. არაფერი არ მომხდარა, ჯერჯერობით საზოგადოების დასწრების თემა გადასაწყვეტი არის. არ მოსწონთ მაინცდამაინც, იმიტომ რომ თვლიან, რომ არ არის ეს კონტროლირებადი, მაგრამ შეიძლება გადაწყვიტონ დადებითად და პროტოკოლის მოთხოვნა გაითვალისწინონ. 

„ისინი თვლიან, რომ ეს არა არის კონტროლირებადი და რაიმე ექსცესი იყოს,“ - აცხადებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, ანზორ ჩუბინიძე.

მაიკ პენსს აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინიეტრი, გიორგი კვირიკაშვილი დახვდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები