17 მაისი 2024,   10:06
ვრცლად
ამერიკული ჯავშანმანქანების მარში საქართველოს ტერიტორიაზე დასრულდა - სამხედროები თბილისში იმყოფებიან

ამერიკული ჯავშანმანქანების რამდენიმესაათიანი მარში საქართველოს ტერიტორიაზე დასრულდა, სამხედროები უკვე თბილისში იმყოფებიან. სამხედრო ტექნიკის მსვლელობა სენაკის ბაზიდან დაიწყო და ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე სრულდება.

სამხედრო კოლონა რამდენიმე ნაწილად გაიყო და ისინი საქართველოს რამდენიმე ქალაქში შევიდნენ. კოლონა თბილისამდე ქუთაისში, ზესტაფონში, ხაშურსა და გორის ცენტრში გაჩერდა.

ქალაქში, სადაც კოლონები გაჩერდნენ, მობილიზებული იყვნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. პირველად საქართველოში, ამ სწავლებაში გამოჩნდა თანამედროვე ამერიკული  ჯავშან-მანქანა სტრაიკერი. ტექნიკის სანახავად, ადგილზე შეკრებილები იყვნენ ადგილობრივი მაცხოვრებლებიც.

ამერიკელი სამხედროების თქმით, მათ საქართველომდე რამდენიმე წვრთნა გაიარეს, თუმცა ყველა მათგანი განსხვავებული და ყველა გარკვეულ გამოცდილებას იძლევა.

ავტორი: თენგო გოგოტიშვილი. 

დღის ამბები