17 მაისი 2024,   10:03
ვრცლად
მაიკ პენსის ვიზიტი არის საქართველოს პერსპექტივების გაძლიერების, განვითარების და ჩვენთვის სასურველ სივრცეში შესვლის საშუალება - ირაკლი სესიაშვილი

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სესიაშვილი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტს აფასებს და აცხადებს, რომ ამ ფაქტს დიდი მნიშვნელობა აქვს და პენსის ჩამოსვლა ქვეყნის უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ახალ, დემოკრატიულ სივრცეში შევლისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია.

„შეერთებული შტატების, მსოფლიოში დომინანტი, ძალიან ძლიერი სახელმწიფოს მხარდაჭერა არის ჩვენთვის არა მხოლოდ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, არამედ ჩვენი ქვეყნის პერსპექტივების გაძლიერების, განვითარების და ჩვენთვის სასურველ სივრცეში შესვლის ძალიან სწორი და კარგი საშუალება,“ - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

მან მაიკ პენსის ვიზიტისა და ვაზიანის სამხედრო ბაზაზე მიმდინარე მრავალეროვნული წვრთნების გამო, რუსეთის რეაქციის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, ეს რუსეთისთვის გამაღიზიანებელი იქნება, მაგრამ ნატო და ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეების არჩევანია.

„აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის აქ ჩამოსვლა, სამხედროების წვრთნა არის სწორი სიგნალი, ჩვენ არავის არ ვებრძვით, ჩვენ, პირველ რიგში, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა ხელშეუხებელია, ეს ყველამ უნდა იცოდეს, მაგრამ, ამასთანავე, ჩვენ გვსურს, რომ პრობლემები, რაც არსებობს, მოვაგვაროთ მშვიდობიანი გზით,“ - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები