17 მაისი 2024,   09:40
ვრცლად
ესტონეთი, ლატვია, ლიტვა - პენსის შეხვედრები საქართველოში ჩამოსვლამდე და რეგიონული ტურნეს პოლიტიკური მნიშვნელობა

აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი მაიკ პენსი საქართველოში ესტონეთიდან ჩამოდის. ვიზიტის ფარგლებში შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ლატვიისა და ლიტვის ლიდერებთანაც გამართა მოლაპარაკებები. 

ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი რეგიონში არის ერთ-ერთი დადასტურება შეერთებული შტატების პოლიტიკის სწორედ იმასთან დაკავშირებით, რომ ვაშინგტონი რუსეთის მიერ საფრთხის ქვეშ მყოფ რეგიონს განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდება. მისი ტურნეს 2 ქვეყანა ესტონეთი და მონტენეგრო ნატოს წევრები არიან და მოსალოდნელია, რომ საქართველოში ყოფნის დროს მაიკ პენსი დაადასტურებს საქართველოს მიმართ ალიანსის მხარდაჭერას. ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტს ემთხვევა მნიშვნელოვანი ცვლილებები ამერიკის მხრიდან რუსეთთან პოლიტიკაში, როდესაც კონგრესის ორივე პალატამ დაუჭირა მხარი რუსეთის წინააღმდეგ ახალი, მწვავე სანქციების დაწესებას და როგორც პენსმა განაცხადა, ამ კანონპროექტს ამერიკის პრეზიდენტი ხელს მოაწერს.

როგორც ბალტიისპირეთს, ასევე საქართველოს და უკრაინას სჭირდებათ გარანტიები იმასთან დაკავშირებით, რომ რეგიონში, რომელშიც რუსული საფრთხე ძალიან მაღალია, ამერიკის როლი ძლიერი იქნება. "ფოქს ნიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, ტალინის რაეკოდას მოედანზე ვიცე-პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ შეერთებული შტატები ამ სახელმწიფოების, როგორც მოკავშირეების ისე განიხილვას და მათ გვერდით დგას. ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი ხაზს უსვამს მშვიდობის და სტაბილურობის აუცილებლობას ამ რეგიონში და იმედოვნებს, რომ რუსეთი ქცევას შეიცვლის. ვიცე პრეზიდენტმა დღეს რუსეთთან დაკავშირებით ბალტიისპირეთში კიდევ ერთი განცხადება გააკეთა და რუსეთს არაპროგნოზირბადი მეზობელი უწოდა.

საქართველოს ადმინისტრაციამ შეხვედრები ამერიკის ახლადარჩეული სახელისუფლო გუნდთან ინაუგურაციიდან მალე დაიწყო. პირველი ოფიციალური ვიზიტი ვაშინგტონში აპრილში შედგა და საქართველოს პრემიერ-მინისტრი თეთრ სახლში ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა. ასევე შედგა საუბარი ამერიკის პრეზიდენტთანაც. მანამდე იყო საგარეო უწყების შეხვედრა ამერიკის სახელმწიფო მდივანთან, რექს ტილერსონთან

პენსი საქართველოდან უკვე მონტენეგროში გაემგზავრება.

 

 

დღის ამბები