17 მაისი 2024,   10:07
ვრცლად
"აშშ მხარში უდგას ყველა იმ ქვეყანას, რომელიც იბრძვის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის განსამტკიცებლად," - დავით სიხარულიძე

„ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი ვიცე-პრეზიდენტმა პენსმა გააჟღერა ესტონეთში და ეს კიდევ უფრო გაფართოვდება. შეერთებული შტატები მხარში უდგას ყველა იმ ქვეყანას, რომელიც იბრძვის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის განსამტკიცებლად. მნიშვნელოვანია ეს გზავნილი, იმ დროს როდესაც რუსული ჰიბრიდული ომი განსაკუთრებით მწვავე ფაზაშია გადასული,“ - ეს შეფასება საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავმჯდომარემ დავით სიხარულიძემ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით გააკეთა.

სიხარულიძე  საკონსტიტუციო საკითხებში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს და ამბობს, რომ შეერთებული შტატების მხარდაჭერა დემოკრატიის განვითარების კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანია. 

„შეერთებული შტატები ყოველთვის უჭერდა მხარს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების მდგრადობას და ძალიან მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერაც,“ - განაცხადა დავით სიხარულიძემ.

სიხარულიძე ამბობს, რომ პენსის ვიზიტი მოსკოვისთვის სერიოზული სიგნალია. 

„როდესაც შეერთებული შტატები და მთლიანად დასავლეთი არის განწყობილი სერიოზულად, როდესაც არის მკაფიო ნაბიჯები გადადგმული, მით უფრო დაბალია ალბათობა იმისა, რომ რუსეთმა რაიმე მძიმე ნაბიჯები გადადგას თავისი მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ,“ - განაცხადა სიხარულიძემ.

 

დღის ამბები