17 მაისი 2024,   09:48
ვრცლად
რამდენიმე წუთი ვიცე-პრეზიდენტის ჩამოსვლამდე - აეროპორტში საქართველოს მოქალაქეები არიან შეკრებილები 

ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის თბილისში ჩამოსვლამდე რამდენიმე წუთი რჩება. მაღალი რანგის სტუმრის მისაღებად თითქმის ყველაფერი მზად არის. თბილისში აეროპორტში შეკრებილები არიან საქართველოს მოქალაქეებიც.

ამერიკულმა უსაფრთხოებამ ტერიტორია ცოტა ხნის წინ დატოვა. თავდაპირველად მათ, მაიკ პენსის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მოქალაქეებს უარი უთხრეს აეროპორტის ტერიტორიაზე შემოსვლასთან დაკავშირებით, თუმცა გადაწვეტილება მოგვიანებით შეცვალეს.

„მოდიან დათმობაზე, რომ ხალხის ლოკაცია დაუშვეს. შეთანხმება მოხდა გვიან ამის შესახებ, რომ ხალხი აეროპორტიდან გასვლისას მიესალმება. ჩვენ დავარწმუნეთ და თვითონაც წამოვიდნენ ამ დათმობაზე,“ - აღნიშნა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ.

დღის ამბები