24 ნოემბერი 2024,   14:51
ვრცლად
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი საქართველოშია

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი საქართველოშია. მისი თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა. 

ვიცე-პრეზიდენტი თბილისში მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად ჩამოვიდა.

მაიკ პენსს საქართველოს პერმიერი, გიორგი კვირიკაშილი თავის მეუღლესთან ერთად დახვდა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს საქართველოს მოქალაქეებიც ხვდებიან.

საპატიო ყარაულის წევრები უკვე მზად არიან მაღალი რანგის სტუმრის დასახვედრად. უსაფრთხოების ზომები აეროპორტში დღეს გამკაცრებულია.

ადგილზე საქართველოში შეერთებული შტატების ელჩი, იან კელიც იმყოფება.

მოგვიანებით მაიკ პენსი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებს. ის ასევე არაფორმალურ ვითარებაში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდება.

მაიკ პენსი ასევე ვაზიანის სამხედრო ბაზაზე საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს შეხვდება.

დღის ამბები