17 მაისი 2024,   23:05
ვრცლად
"ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მეგობარი, უანგარო მეგობარი,“ - გიორგი მშვენიერაძე

„ფაქტია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მეგობარი, უანგარო მეგობარი,“ - ეს განცხადება არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარემ გიორგი მშვენიერაძე მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტის შესახებ საუბრისას გააკეთა.

მშვენიერაძე ამბობს, რომ იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც საქართველოს წინაშე არსებობს, ქვეყნას სჭირდება, რომ დემოკრატიული პროცესები კიდევ უფრო განმტკიცდეს.

მშვენიერაძე 24 ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის წერილის შესახებაც საუბრობს, რომელიც მათ მაიკ პენსისთვის მოამზადეს. არასამთავრობო სექტორი მაიკ პენსს იმ პრობლემების შესახებ წერს, რომლის წინაშეც ქართული დემოკრატია დგას.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო დაენახა ის საკითხები, პროგრესთან ერთად, რომელიც სახელმწიფოს გააჩნია, დაენახა ის პრობლემის საკითხები, რომელსაც საქართველოში ვაწყდებით,“ - განაცხადა მშვენიერაძემ.

მშვენიერაძე იმ სხვა პრობლემებზე მიუთითებს, რომელიც ქვეყანაში არსებობს და მათ შორის თავისუფალი მედიის პრობლემაა, რომელიც ასევე აღნიშნულია მათ წერილში.

„რაც შეეხება "რუსთავი 2-ს," ერთადერთ დიდ ნაციონალურ მაუწყებელს, რომელიც არ ექვემდებარება ხელისუფლების ნებას, მასთან მიმართებაში ხელისუფლებს ყველა შტოს ჩართული, რათა მოახდინოს გავლენა მის სარედაქციო პოლიტიკაზე,“ - განაცხადა მშვენიერაძემ.

დღის ამბები