17 მაისი 2024,   10:26
ვრცლად
ზარი პაპუა ახალი გვინეადან - თაღლითური შემოტევა ქართველ აბონენტებზე

საქართველო უკვე იმ ქვეყნების რიცხვში შევიდა, სადაც მარტივი სქემით თაღლითები ფულს შოულობენ. სატელეფონო კოდი 675 პაპუა ახალ გვინეას ეკუთვნის. უცნობი აბონენტი მხოლოდ ზარს უშვებს და პასუხს არ ელოდება, სურს, რომ ადრესატმა თავად გადაურეკოს.

ეს საერთაშორისო თაღლითური სქემაა, რომლითაც ფულს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების აბონენტებს პარავენ. ინტერნეტ სივრცეში ყველა ამ საეჭვო ტელეფონის ნომრებთან დაკავშირებით გაფრთხილებები ვრცელდება.

ქართული მობილური ოპერატორები ირწმუნებიან, რომ საქართველოში დაზარალებულების რაოდენობა დიდი არ არის, რადგან მათთვის ამ თაღლითური სქემის შესახებ ცნობილია და ყველა ასეთი საეჭვო ნომერი დაბლოკილი აქვთ.

მსგავსი თაღლითური შემოტევა ქართველ აბონენტებზე პაპუა ახალი გვინეადან რამდენიმე თვის წინაც მოხდა და მობილური ოპერატორები ამას არც სამომავლოდ გამორიცხავენ.

დღის ამბები