17 მაისი 2024,   05:53
ვრცლად
ეს ვიზიტი არის ძალიან მკაფიო გზავნილი ჩვენთვისაც და ჩვენს რეგიონში სხვა ქვეყნებისთვისაც - თამარ ხულორდავა პენსის ვიზიტზე საუბრობს

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა აცხადებს, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტი ძალიან დიდი პოლიტიკური მხარდაჭერის მაჩვენებელია.

„ძალიან დიდი მხარდაჭერის გამოხატულებაა ეს ვიზიტი. ეს არის ძალიან მკაფიო გზავნილი ჩვენთვისაც და ჩვენს რეგიონში სხვა ქვეყნებისთვისაც,“ - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

ის აღნიშნავს, რომ აშშ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშნელოვანი მხარდამჭერია და ეს შეერთებულმა შტატებმა საჯაროდ და სამართლებრივ დონეზეც არაერთხელ დაადასტურა.

„ჩვენ აშშ-სთვისაც ვართ სანდო და საიმედო პარტნიორი რეგიონში. საქართველოს წვლილს მუდმივად აქვს ძალიან მნიშვნელოვანი დაფასება და აშშ-ს მხრიდან გლობალური უსაფრთხოების სფეროში წვლილისთვის,“ - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

დღის ამბები