17 მაისი 2024,   10:26
ვრცლად
„რუსეთისთვის ეს კიდევ ერთი გზავნილია, იმისა, რომ რეგიონი არ არის მარტო," - ირინა ფრუიძე

„ვიცე-პრეზიდენტის დღევანდელი ვიზიტი არის კიდევ ერთი დასტური, ჩვენი ორი ქვეყნის მეგობრობის,“ - ეს შეფასება პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირინა ფრუიძემ, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტზე საუბრისას გააკეთა.

მისი თქმით, ვიზიტი არის იმის დასტური, რომ სამომავლოდ ორ ქვეყანას შორის, პარტნიორობა კიდევ უფრო განმტკიცდებდა.

„მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთხელ გაესვას ხაზი, ამერიკის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის  და სუვერენიტეტის მიმართ, ასევე ამერიკის მხარდაჭერას საქართველოს დემოკრატიული, ეკონომიკური გამყარების მიმართ,“ - განაცხადა ირინა ფრუიძემ.

ფრუიძის თქმით, ვიზიტი კიდევ ერთი გზავნილია, რომ "საქართველო არ არის მარტო.“

„რუსეთისთვის ეს კიდევ ერთი გზავნილია, იმისა, რომ რეგიონი არ არის მარტო, საქართველო არ არის მარტო იმ ბრძოლაში, რასაც ჰქვია დამოუკიდებლობისათვის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისათვის ბრძოლა,“ - განაცხადა ირინა ფრუიძემ.

მისი თქმით, საქართველოს და ნატოს შორის პარტნიორობა ყოველწლიურად მყარდება. 

დღის ამბები