17 მაისი 2024,   10:04
ვრცლად
"საქართველო შეერთებული შტატების ორბიტაზე ბრუნდება"- BBC მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტზე სტატიას ავრცელებს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტს საერთაშორისო მედია ეხმაურება. "საქართველო შეერთებული შტატების ორბიტაზე ბრუნდება"- სტატიას ამ სათაურით BBC-ის რუსული სამსახური ავრცელებს. სტატიაში აღნიშნულია, რომ შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი 4-დღიანი ტურნეს ფარგლებში ტალინს, თბილისსა და პოდგორიცას მოინახულებს, სამ ქვეყანას, რომლებიც რუსული საფრთხის წინაშე დგანან. 

"მაიკ პენსის ვიზიტი არის ნათელი ნიშანი, რომ შეერთებული შტატები ამ საკითხში მათ მხარს უჭერს"- ნათქვამია სტატიაში.

BBC ანალიტიკოსებზე დაყრდნობით წერს, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლის პირველი ვიზიტი საქართველოში აჩვენებს, რომ ვაშინგტონი კვლავ არსებით ყურადღებას აქცევს ახალ, არატრადიციულ მოკავშირეებს და პარტნიორებს. სტატიაში აღნიშნულია, რომ მაიკ პენსის ტურნე დაიწყო იმავე დღეს, როდესაც საქართველოს, ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე ნატოსა და მისი პარტნიორების მრავალეროვნული სამხედრო წვრთნები "ღირსეული პარტნიორი 2017" დაიწყო.

დღის ამბები