17 მაისი 2024,   06:36
ვრცლად
მშენებლობა გზის სავალ ნაწილზე და მცხეთის მაცხოვრებლების პროტესტი 

მცხეთის ერთ-ერთ უბანში მაცხოვრებლები მშენებლობის დაწყებას აპროტესტებენ. როგორც ადგილობრივებმა "კურიერის" გადამღებ ჯგუფს უთხრეს, შენობის აშენება გზის სავალ ნაწილზე იგეგმება. ამბობენ, რომ 4 საცხოვრებელ კორპუსთან მისასვლელი გზა აქ ისედაც საკმაოდ ვიწროა, შენობის ჩადგმის შემდეგ კი ავტომანქანები მოძრაობას საერთოდ ვერ შეძლებენ.

ვინ იყიდა მცხეთაში სავალი ნაწილი, ადგილობრივებმა დაზუსტებით არ იციან. თუმცა ამბობენ, რომ შენობას აქ ის ადგილობრივი სასულიერო პირი აშენებს, ვისაც გვერდით მდებარე თონე და მაღაზია ეკუთვნის.

კომპანიის წარმომადგენელი, რომელიც მცხეთაში სავალ ნაწილზე შენობას აშენებს, ამბობს, რომ ტერიტორიაზე შპს კერა საქმიანობს და "ფარმა დეპოს" ქსელის აფთიაქს აშენებს, რომელიც როგორც ცნობილია ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი ბიზნესი იყო. კომპანიის წარმომადგენლის ადგილზე მისვლას აქციის წევრების გაღიზიანება მოჰყვა.

იმას, რომ მშენებლობა კანონიერად მიმდინარეობს, ადასტურებენ მცხეთის მუნიციპალიტეტში.

ნებართვის მიუხედავად ადგილობრივი მაცხოვრებლები ამბობენ, რომ მშენებლობის უფლებას არ მისცემენ.

დღის ამბები