17 მაისი 2024,   10:04
ვრცლად
უჩვეულო ქორეოგრაფიული წარმოდგენა - პროფესიონალი და მოყვარული მოცეკვავეები ერთ სცენაზე

პროფესიონალი და მოყვარული მოცეკვავეები ერთ სცენაზე - უჩვეულო ქორეოგრაფიული წარმოდგენა, რომელმაც მსოფლიოს სცენები მოკლე დროში დაიპყრო, სექტემბერში მოზარდ მაყურებელთა თეატრში სცენაზე შესრულდება. ცნობილი ფრანგი ქორეოგრაფი ჟერომ ბელი, გალას ქართველი მაყურებლის წინაშე თანამედროვე ცეკვის ფესტივალის ფარგლებში წარადგენს.

ჟერომ ბელი უკვე მეორე წელია მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ერთ სცენაზე, ერთ წარმოდგენაში საკუთარი პარტიის შესასრულებლად იწვევს ყველა ასაკის, პროფესიის და ინტერესების ადამიანს.

თანამედროვე ცეკვის ფესტივალის ფარგლებში ხელოვნების სხვადასხვა სფეროთი გატაცებულ ადამიანებს საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად 4 შანსი მიეცემა. ახალი გამოცდილებისთვის კი მაყურებელსაც და მონაწილესაც ჟერომ ბელის გალა 12 და 13 სექტემბერს ელოდება.

დღის ამბები