17 მაისი 2024,   06:35
ვრცლად
ამერიკული ჯავშანტექნიკის მარში საქართველოში და მრავალეროვნული წვრთნის დაწყება

ამერიკულმა ჯავშანტექნიკამ დღეს საქართველოს რამდენიმე ქალაქში გაიარა. საზოგადოებას მრავალეროვნული წვრთნის, „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის სამხედროებთან გასაუბრებისა და ტექნიკის დათვალიერების შესაძლებლობა ჰქონდა.

ქუთაისში, ზესტაფონში, ხაშურსა და გორში შეკრებილი მოქალაქეების უმეტესობა აცხადებს, რომ აშშ-ის ჯავშანტექნიკის, ნატოს და არა მხოლოდ ნატოს ქვეყნებიდან ჩამოსული სამხედროების წვრთნა საქართველოში, ძალიან მნიშვნელოვანია და საქართველოსთვის სარგებლის მომტანია. ასევე არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ამერიკულ ტექნიკას რუსული სჯობს, რადგან რუსული "ტელევიზორში აქვს ნანახი."

სამხედროებმა დღეს გორში და იმ ტერიტორიებზე გაიარეს, სადაც 2008 წელს რუსეთის ჯარი იდგა. მათი მარშის საბოლოო წერტილი ვაზიანის სამხედრო ბაზა იყო, რომელზეც წვრთნები „ღირსეული პარტნიორი 2017“ ოფიციალურად გაიხსნა.

წვრთნების მონაწილე სამხედროები აცხადებენ, რომ ამ დრომდე რამდენიმე წვრთნაში აქვთ მონაწილეობა მიღებული, მაგრამ თითოეული მათგანი ყოველთვის გამორჩეულია და მათ ბევრის მომცემი.

ეს სწავლება წელს 2800 სამხედრომდე გაიზარდა. გაიზარდა თავად "ღირსეული პარტნიორების" რიცხვიც – 8 ქვეყნიდან 5 ნატოს წევრია. 

ავტორი: თენგო გოგოტიშვილი.

დღის ამბები