17 მაისი 2024,   09:21
ვრცლად
თქვენთან ერთად ვართ ძალისხმევაში, რომელიც მშვიდობიანი მსოფლიოს შექმნას ემსახურება - გიორგი კვირიკაშვილი მაიკ პენსს მიმართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ფუნიკულორზე შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს და დელეგაციის წევრებს მასპინძლობს.

გიორგი კვირიკაშვილმა და მაიკ პენსმა ცოტა ხნის წინ პირველი განცხადებები გააკეთეს. საქართველოს პრემიერმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აშშ-საქართველოს ურთიერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„საქართველო სამოქალაქო ომით დაზარალებული ქვეყნიდან გარდაიქმნა თანამედროვე, ევროპულ-დემოკრატიულ ქვეყნად. შეერთებული შტატების მეგობრობა და მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ჩვენი წარმატებისთვის. ამერიკა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი იყო. ჩვენ უაღრესად ვაფასებთ ამერიკის მხარდაჭერას ამ გზაზე. არსებული გამოწვევების, სამხედრო თუ კიბერუსაფრთხოების მიუხედავად, საქართველოს მისწრაფება მშვიდობისადმი საქართველოს შიგნით და მთელ რეგიონში ურყევია. შეერთებული შტატები საქართველოს ერთგული მეგობარია, სტრატეგიული გეოპოლიტიკური პარტნიორი და სტრატეგიული პარტნიორია. პარტნიორი საერთო ღირებულებებით, რომელიც იზიარებს გლობალური უსაფრთხოების პრიორიტეტებს, ჩვენი სტრატეგიული მიზანია დავიბრუნოთ სრულფასოვანი წევრობა ევროპულ ოჯახში. ბოლო წლებში ჩვენ გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები ევროატლანტიკურ ინსტიტუტებთან ინტეგრაციის კუთხით, რაც მიღწეულია ასოცირებისა და ყოვლისმომცველი და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებით, ევროკავშირთან და ნატოსთან დაახლოებით,"-აცხადებს კვირიკაშვილი.

გიორგი კვირიკაშვილმა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე წვრთნების შესახებაც ისაუბრა.

„ვიცე-პრეზიდენტო, აღფრთოვანებული ვარ, რომ თქვენ ხვალ მიმართავთ ხვალ ჩვენს მამაც ჯარისკაცებს, რომლებიც „ღირსეული პარტნიორის“ წვრთნებში მონაწილეობენ.

"მე აღფრთოვანებული ვარ მათი სწრაფვით, დაიცვან ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოება. ჩვენ ვართ მეგობრები ბრძოლაში და ისვე, როგორც შეერთებული შტატები იდგა ჩვენს გვერდით, ჩვენც თქვენთან ერთად ვართ იმ ძალისხმევაში, რომელიც უფრო მშვიდობიანი მსოფლიოს შემქნას ემსახურება,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

დღის ამბები