23 დეკემბერი 2024,   05:04
ვრცლად
„თქვენს გვერდით ვართ, თქვენი თავისუფლებისა და ერთობლივი ღირებულებებისთვის,“ - მაიკ პენსი

„გადმოგცემთ მოკითხვას შეერთებული შტატების პრეზიდენტისგან,“ - ეს განცხადება აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა ფუნიკულიორზე, მის საპატივსაცემოდ გამართული ვახშმის შემდეგ გვააკეთა. 

მაიკ პენსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გზავნილის შესახებ უამბო.

„ბატონო პრემიერი, სასიამოვნო იყო თქვენთან კიდევ ერთხელ შეხვედრა, განსაკუთრებით სასიამოვნო იყო თქვენს მეუღლესთან შეხვედრა და ბავშვების შესახებ ამბების მოსმენა. მქონდა პატივი თეთრ სახლში შეგხვედროდით. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ჩემი და ჩემი მეუღლის გულთბილი მიღებისათვის თქვენს მშვენიერი ქვეყანაში. გადმოგცემთ მოკითხვას შეერთებული შტატების პრეზიდენტისგან, რომელმაც თქვენთან, თქვენს მთავრობასთან და მამაც ქართველ ხალხთან, ძალიან  მარტივი მესიჯი გამომატანა - ჩვენ თქვენთან ერთად ვართ, თქვენს გვერდით ვართ, თქვენი თავისუფლებისა და ერთობლივი ღირებულებებისთვის. განსაკუთრებით მადლიერი ვარ იმ შეხვედრისათვის, რომლებიც ხვალისთვისაა დაგეგმილი. შეხვედრა ქართულ და ამერიკულ შეიარაღებულ ძალებთან, რომლებიც ერთად მუშაობენ და ერთობლივ ოპერაციებს აწარმოებენ, მაგრამ დღევანდელი საღამო მეგობრობის საღამოა. ქართველმა ხალხმა საუკუნეების განმავლობაში დაამტკიცა საკუთარი სიმამაცე, დამოუკიდებლობისადმი სიყვარული. ეს არის ხალხი, რომელიც იცავს იმას, რისიც სწამს. დამოუკიდებლობის სულისკვეთება ქართველებსა და ამერიკელებს ერთნაირი აქვთ," - განაცხადა მაიკ პენსმა.

დღის ამბები