19 მაისი 2024,   04:33
ვრცლად
თუ მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში დაიდებს ბინას, ჩვენ დაგვჭირდება შეთანხმება გადმოცემის შესახებ - თეა წულუკიანი

"იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიდებს ბინას, ჩვენ დაგვჭირდება სამართლებრივი კონსულტაციები, მათ შორის მოლაპარაკებები და შეთანხმება გადმოცემის შესახებ," - ეს განცხადება იუსტიციის მინისტრმა დღეს ჟურნალისტებთან გააკეთა.

„თუკი უკრაინაში გაჩნდა პოლიტიკური ნება, საქართველოსთან ამ საქმეზე თანამშრომლობის, მათ შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება, მოცემული ბრალდებულის გადმოცემის შესახებ. რაც შეხებ, სხვა სახელმწიფოებს, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებს, თუკი ყოფილი პრეზიდენტი იქ დაიდებს ბინას, რა თქმა უნდა, ჩვენ დაგვჭირდება უკვე ამ ქვეყნებთან სამართლებრივ კონსულტაციები, მათ შორი მოლაპარაკებები და შეთანხება გადმოცემის შესახებ,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

დღის ამბები