28 ნოემბერი 2024,   05:47
ვრცლად
პრეზიდენტის ინიციატივა აშშ-ში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნაზე და ოპოზიციის შეფასებები

გიორგი მარგველაშვილის ინიციატივა, შეერთებული შტატებში პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ, პოლიტიკურ წრეებში განხილვის მთავარი თემაა. ამ ინიციატივით საქართველოს პრეზიდენტმა, მაიკ პენსს, თბილისში ვიზიტის დროს მიმართა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ გიორგი მარგველაშვილის ინიციატივა მისასალმებელია.

„ეს არის მისასალმებელი, ასეთ ტიპის წარმომადგენელი აშშ-ის უკრაინაში ჰყავს, სწორედ რუსეთის ოკუპაციის კონტექსტში შესაძლებელი იქნებოდა, რომ განგვეხილა აშშ-ის მხრიდან სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა. არ არის გასაკვირი, რომ ამ შემთხვევაშიც უმრავლესობის დეპუტატები არ ფიქრობენ საქართველოს სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ კიდევ ერთხელ ერთვებიან ამ სამარცხვინო კინკლაობაში პრეზიდენტის წინააღმდეგ, მისი ინსტიტუტის შეურაცხყოფაში,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინათინ ბოკუჩავამ.

საპარლამენტო ოპოზიციაში აღნიშნავენ, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის ნებისმიერ ინიციატივას აკრიტიკებს.

უმრავლესობის მიდგომა ყველასთვის კარგად არის ცნობილი, არ აქვს მნიშვნელობა, პრეზიდენტი რას ამბობს, ან რა ინიციატივით გამოდის, ყოველთვის ძებნიან მიზეზეს რომ ნეგატიურად შეფასდეს. რაც შეეხება პრეზიდენტის ინიციატივას სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის თაობაზე, ჩვენი პოზიციაა, რომ ნებისმიერ ფორმატი, რომელიც საქართველოს მეტ აქტუალიზაციას მოახდენს, ამერიკელების მხრიდან მეტ დროს დაუთმობს საქართველოს პრობლემატიკას, მათ შორის ოკუპაციას, ეს ძალიან მნიშვნეელოვანი და კარგია,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი ტუღუშმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები