19 მაისი 2024,   08:51
ვრცლად
მტკიცე შემაკავებელი პოლიტიკა რუსეთის აგრესიული ქმედებების წინააღმდეგ, სასარგებლო იქნება - გიორგი მარგველაშვილი

"საქართველოს პრეზიდენტს შეერთებული შტატების მხარდაჭერის სჯერა" - "ამერიკის ხმამ" გიორგი მარგველაშვილთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. საქართველოს პრეზიდენტმა სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივ ურთიერთბებსა და თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ამერიკის მხრიდან რუსეთის შეკავების მტკიცე პოლიტიკა როგორც საქართველოსა და უკრაინისთვის, ასევე მთელი ევროპისთვის სასარგებლო იქნება.

„ჩვენ ბედნიერები ვართ თეთრი სახლის ადმინისტრაციის რუსეთის შეკავების მტკიცე პოლიტიკით. რუსეთმა მკაფიოდ განაცხადა რეგიონში თავისი ინტერესების შესახებ, რომლის მიხედვითაც, საქართველო და მისი მეზობელი ქვეყნები განიხილება, როგორც რუსეთის უკანა ეზო. ამით მთელ ცივილურ სამყაროს ეუბნებიან, რომ საერთაშორისო კანონმდებლობა მხოლოდ რუსეთის ინტერესების გარეთ მუშაობს. მე მჯერა, რომ მტკიცე შემაკავებელი პოლიტიკა რუსეთის აგრესიული ქმედებების წინააღმდეგ, სასარგებლო იქნება საქართველოსთვის, უკრაინისთვის, ევროპისთვის და თავად რუსეთისთვისაც,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები