19 მაისი 2024,   09:02
ვრცლად
ოპოზიციის აზრით, ვენეციის კომისიამ "ქართულ ოცნებას" "ხელი გააწნა"

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დღეს კოალიცია „დაიცავი კონსტიტუციას“ წევრთა შეხვედრაა დაგეგმილი. მათი თქმით, იმისთვის, რომ პოლიტიკურ ძალთა კონსესუსი შედგეს, საჭიროა კონსულტაციები და განსაკუთრებით მნიშვნელოვანიაб ოპოზიციის ერთიანი პოზიცია. მათი აზრით, გარკვეულ დათმობებზე ხელისუფლებაც უნდა წავიდეს.

პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” მდივანი, თინათინ ბოკუჩავა აცხადებს, რომ ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა, ჯანი ბუკიკიომ ნათლად განმარტა, რომ პოლიტიკურ ძალებს შორის კონსენსუსის მიღწევა, უმნიშვნელოვანესია და „ქართულმა ოცნებამ“ სწორედ ეს არ გაითვალისწინა.

„სწორედ კონსენსუსი მოკლა „ქართულმა ოცნებამ“. ფორმატში, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მოსახლეობის ინტერესების დაცვას და იმას, რომ კონსტიტუცია მართლაც კონსენსუსზე დაფუძნებული დოკუმენტი იყოს, უნდა გავაგრძელოთ კონსულტაციები,“ - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

პოლიტიკური პლატფორმა ”ახალი საქართველოს” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე ფიქრობს, რომ ვენეციის კომისიამ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო, რადგან საქართველოს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მედიატორის როლის შესრულებას აპირებს.

„ეს არის სილის გაწნა „ქართული ოცნებისთვის“. ოპოზიციის ერთიანი პოზიცია არის გადამწყვეტი, რომელიც ჩვენ ამ ბრძოლაში გაგვამარჯვებინებს,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები